19:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 09:08:57, 444 ნახვა

პოლიტიკა
IRI-ის პრეზიდენტი - ასეთი ხარვეზიანი არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

რა დევს სასწორზე, იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება,- ასე ეხმაურება "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) პრეზიდენტი დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ტვინინგის თქმით, ხარვეზებით წარმართული არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.

"ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის",- წერს IRI-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს ამერიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა. მისი მტკიცებით, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics