00:19 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 15:47:53, 389 ნახვა

პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ - განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, არის აბსურდი

განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, არის აბსურდი,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არანაირი ნდობა არ აქვს“.

“ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები ითხოვენ არჩევნების გამოძიებას, მათი შედეგების აღიარების ნაცვლად. განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი. ამიტომ ვაცხადებთ, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. პროკურატურის მიერ დაწყებული ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაბარებით დაკითხვაზე, მხოლოდ ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული და დააჩქარებს საერთაშორისო გამოძიების დაწყების პროცესს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. ქვეყნის მთავარ საგამოძიებო ორგანოში კი, 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics