23:27 - 20 Jul, 2026
|
2024-10-27 11:15:59, 445 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო - საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რა სურს, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, კარგია, გილოცავთ
ჩარევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რა სურს - მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტებს, ოჯახებს, არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა,- ასე ეხმაურება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო. როგორც სიიარტო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს, “ქართველებს ევროინტეგრაციის გზაზე ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენენ“. “კარგია, გილოცავთ! ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და რა თქმა უნდა, შემდგომში, ჩვენ ჩვენს ქართველ მეგობრებს ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მათი ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატებისთვის“,- წერს სიიარტო.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)