17:15 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 11:20:26, 380 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - არჩევნები „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად უკვე წაგებული აქვს [ვიდეო]

არჩევნები "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად უკვე წაგებული აქვს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, 2 მილიონ ამომრჩეველს თუ ასცდება ხმების რაოდენობა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მისივე თქმით, ამ დროინდელი აქტივობა ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა.

"ძალიან დამაიმედებელი, უპრეცედენტო აქტივობაა ამ წუთისთვის, აქტივობა შეადგენს 9,5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტია 2012 წლის შემდეგ, მაშინ აქტივობა იყო დაახლოებთ 10%, სხვაობა თითქმის არ არის, ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთში რადგან ძალიან წვიმს.

არჩევნები ქართულ ოცნებას პრაქტიკულად უკვე წაგებული აქვს, ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, თუ ასე გაგრძელდა დინამიკა საარჩევნო ხმის მიცემის, 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი მოვა, რაც გარანტირებულად ნიშნავს "ქართული ოცნების" დამარცხებას",- განაცხადა გვარამიამ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics