|
2024-10-25 15:03:18, 360 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას შევცვლით და კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას მოვახდენთ
დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ხვალ, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ევროპულ არჩევანს გააკეთებს. „ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან, სადაც წარმოდგენილი იყო BBC, POLITICO და ბევრი სხვა საერთაშორისო გამოცემა. ვისაუბრეთ მოლოდინებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ ევროპულ არჩევანს. ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას",- თქვა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)