|
2024-10-25 11:56:40, 439 ნახვა
პოლიტიკა
Associated Press - 3,7-მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები EU-ში გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი იქნება
სამხრეთ კავკასიის ამ 3,7-მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: “საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს“. როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციური პარტიების კოალიცია, “ქართულ ოცნებას“, უპირისპირდება, რომელიც “ქვეყანას 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს“. როგორც სტატიაშია ნათქვამი, “გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების, დაახლოებით, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს გაწევრიანებას როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში“. “სამხრეთ კავკასიის ამ 3,7-მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება “ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს. გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების. დაახლოებით. 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს გაწევრიანებას როგორც EU-ში, ასევე ნატოში. ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო “უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით. ის მოითხოვს მედიას, არასამთავრობო და სხვა არაკომერციული ორგანიზაციებისგან დარეგისტრირდნენ, როგორც “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. “ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს კანონი საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანია მათი სტიგმატიზაცია“,- აღნიშნულია Associated Press-ის სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)