|
2024-10-25 11:38:09, 370 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, რომ საარჩევნო მარათონი გამარჯვებით დავაგვირგვინოთ
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ დასკვნით ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ყველამ დაინახა ასიათასობით ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა“. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც საარჩევნო კამპანიას 26 ოქტომბერს გამარჯვებით დაასრულებს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები - ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი",- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)