|
2024-10-24 20:47:29, 413 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ჩხრეკებზე - ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა - არ უნდა შევშინდეთ
ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხი შეშინდეს და არ წავიდეს არჩევნებზე. "ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება. ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის ჩაგდება ურნაში იმ ფორმით, როგორიც თვითონ ფიქრობს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს",- განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)