|
2024-10-24 17:58:34, 403 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებები - ICAN2024. გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. “მხარეების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, ქართულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ დამატებით ყაზახეთის 12 ქალაქის მიმართულებით. მემორანდუმით გათვალისწინებული დამატებითი დანიშნულების პუნქტებია, ისეთი მსხვილი ქალაქები როგორიცაა, შიმკენტი, აქტობე, ყარაღანდა, კოსტანაი, თარაზი, სემეი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული ფრენების განხორციელება დაშვებული იყო მხოლოდ ასტანის, ალმათისა და აქტაუს მიმართულებებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება გააუმჯობესებს ქართული ავიაკომპანიების წვდომას ყაზახეთის საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას. საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები"Air Astana", "FlyArystan" და "SCAT" ასრულებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)