20:57 - 21 Jul, 2026
|
2024-10-24 17:58:02, 378 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ჩხრეკებზე - როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს
როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს. როგორც კრამონი აღნიშნავს, ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. "ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში",- წერს კრამონი X-ზე. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)