|
2024-10-24 16:08:52, 363 ნახვა
პოლიტიკა
გახარია სამართალდამცველებს - ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს
გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა და სამართალდამცველებს მიმართა. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია საკუთარ მისიასა და მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს. "თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნებია რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ მოგიწოდოთ - ხმა მისცეთ ერთ, მეორე, ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით, მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს სახელმწიფოს დაცვა",- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)