12:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 17:21:04, 397 ნახვა

საზოგადოება
როგორ ჩაიარა „თიბისის“ ჰაკათონმა - TechXplore

"თიბისის" ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. 

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები. 

საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა:

• Bankify I ადგილი 

• Koggo 2.0 II ადგილი 

• Hack ‘n’ Slash III ადგილი 

ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, მათთვის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესაძლებლობების მიცემა და მათი ახლებური გადაწყვეტების მიგნება იყო. მონაწილე გუნდებმა დავალების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიიღეს, რის შესასრულებლადაც სამი დღე ჰქონდათ. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ იდეა გაზიარებული ყოფილიყო ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ. 

ჰაკათონის სამ გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცათ: I ადგილი - 10,000 ლარი, II ადგილი - 6,000 ლარი, ხოლო, III ადგილი - 4,000 ლარი. 

„ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდა, სადაც სამივე დღის განმავლობაში მუშაობდნენ გუნდები ახალი პროდუქტის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე იყვნენ მენტორები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდნენ. ჩვენი მიზანი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ტალანტების დამსაქმებელის, იყო ტექპროფესიონალებისთვის შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება. მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ მიზანი მიღწეულია” - როსტომ ტალახაძე, "თიბისის" ციფრული ბიზნესის განვითარების ტრაიბ ლიდი. 

"თიბისი" ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით მუდამ ზრუნავს ტექეკოსისტემის განვითარებაზე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების განათლების გაღრმავებასა და მათ წახალისებაზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics