|
2024-10-19 12:36:45, 450 ნახვა
საზოგადოება
VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
აკუმულატორი ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა შემოწმდეს, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია.აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური პროცესების დახმარებით წარმოიქმნება ელექტრული მუხტი, რომელიც ძრავის ამძრავს ანიჭებს ენერგიას ასამუშავებლად. ზამთარში ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს, ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივი ამინდების მოახლოებისას. „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ VARTA-ს უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების აკუმულატორების ფართო არჩევანს. ის იდეალური არჩევანია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორს. მაღალი ხარისხი და ინოვაციურიტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენიავტომობილის სტაბილურ და ხანგრძლიველექტრომომარაგებას. VARTA-ს აკუმულატორები,სხვა მახასიათებლებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას აერთიანებს: ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომლებიც აკუმულატორების წარმოებაშია მიღებული. VARTA-ს აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და სტაბილურ მუშაობას რთული სამუშაო პირობების დროსაც კი. დამზადების ტექნოლოგია თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ მრავლადაა ისეთი ავტომობილები, რომლებსაც “Start-Stop” სისტემა აქვთ. აღნიშნული სისტემის მქონე ავტომობილებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი აკუმულატორის შერჩევა, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ენერგოეფექტურობითა და სწრაფი დამუხტვით. სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს აკუმულატორების AGM (Absorben Glass Mat) და EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგია. VARTA-ს პროდუქტები კი ამ მოწინავე ტექნოლოგიას აქტიურად და წარმატებით იყენებს. საიმედოობა კლიმატური ცვლილებების დროს VARTA-ს ბრენდს აკუმულატორების წარმოების130-წლიანი გამოცდილება აქვს. მწარმოებელი პროდუქციის დამზადებისას იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, VARTA-ს აკუმულატორები გამძლეობით გამოირჩევასხვადასხვა კლიმატურ გარემოში. ისინი ეფექტურად მუშაობს როგორც ძალიან ცივ, ისე ცხელ ამინდში, რაც მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც კლიმატი სეზონურად მკვეთრად იცვლება. ახლა კი სწორედ ის დროა, როცა ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და ავტომობილის აკუმულატორიც ერთგვარ გამოცდას გადის მსგავს პირობებში. ხარისხიანი აკუმულატორი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილებას აკუმულატორის პრობლემის გარეშე შევხვდებით. ეკოლოგია, ენერგოეფექტურობა და ასორტიმენტის მრავალფეროვნება VARTA-ს აკუმულატორები გამორჩეულია იმითაც, რომ არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მათი სტრუქტურა უზრუნველყოფს ენერგიის ნაკლებ დანახარჯს და მაქსიმალურ ეფექტურობას. VARTA-სმნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს გარემოზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ მათი აკუმულატორების 99% გადამუშავებადია, რაც ამცირებს მავნე ნარჩენების რაოდენობას. VARTA-ს აკუმულატორები შემუშავებულია სპეციალურად სხვადასხვა ტიპის ავტომობილისა დამოდელისთვის. საშუალო და მაღალი დატვირთვის მქონე ავტომობილებისთვის შემუშავებულია VartaBlue Dynamic მოდელის აკუმულატორები. Varta Silver Dynamic სერიის აკუმულატორები კი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. აღნიშნული მოდელები სპეციალურადაა შექმნილი შედარებით მძლავრი ძრავებისა და დიდი რაოდენობის ელექტრომოწყობილობების მქონე ავტომობილებისათვის, ხოლო რაც შეეხება ჰიბრიდულ, ელექტრულ და Start-Stop სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს, მათთვის სპეციალურად შემუშავებულია Varta AGM xEV სისტემის აკუმულატორები. შეგახსენებთ, რომ VARTA-ს აკუმულატორების შეძენა შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ან ონლაინ შოპზე. „თეგეტა მოტორსში“ მიმდინარე თვის ბოლომდე VARTA-ს უმაღლესი ხარისხის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულებისსერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიისლიდერი კომპანია მომხმარებელსავტომომსახურების სრულ სპექტრსსთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთოავტომობილების, ისე ავტობუსებისა დამიკროავტობუსების, ასევე სპეციალურიდანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალოდა 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელსემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელიასაქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)