|
2024-10-18 22:14:50, 416 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - 3 სექტემბერს სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება კომპანიის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად
3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი განცხადების თანახმად, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხათ. „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას. შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად აცნობა შესაბამის უწყებებს. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იყვნენ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად აღმოუჩინეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინანსდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ ანაზღაურებს არათუ ყველა თანამშრომლის, არამედ მათი ოჯახების წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აქვე განვმარტავთ, რომ მკურნალობის პერიოდში დაზარალებულ პირთან, ბესო დავლიანიძესთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელი და „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წევრები. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებმა დაშავებულები რამდენჯერმე მოინახულეს მათი სახლში გაწერის შემდეგაც. რაც შეეხება დამატებითი მედიკამენტების ხარჯებს – უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწეულ იქნა დახმარება 500 ლარის ოდენობით. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხა. ამ საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ – ბიულეტენზე მყოფი დაშავებული თანამშრომლისთვის, კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურება მოხდება საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემდეგ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ პირს „საქართველოს რკინიგზის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჩაერიცხა სახელფასო დანამატი“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)