|
2024-10-18 12:22:58, 359 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. "შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კერძო კომპანიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლა, რომლისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)