|
2024-10-17 12:58:46, 340 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი
"ჩვენთვის ახალი არ არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი",-- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უპასუხა დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადების შეფასებას ეხებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, სხვა შეფასება, ამ ეტაპზე, ზედმეტია. "არჩევნების ჩატარებამდე დაგვრჩა ათ დღეზე ნაკლები დრო, შესაბამისად, მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)