|
2024-10-12 16:22:47, 363 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი - სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ქართული ჩაის ხელშეწყობას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მთაწმინიდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ფესტივალი 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ჩაის მწარმოებლების მხარდაჭერაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება. "ჩაის ფესტივალი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩაის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა ექსპორტის წახალისება და ახალი ბაზრების მოძიებაა; ამ მიმართულებაში სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული. ქართული ჩაის ხელშესაწყობად სახელმწიფო ჩაის რეაბლიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია უკვე რეაბილიტირებულია; ამასთან ერთად, შესაბამისი ტექნიკითაც ვეხმარებით ფერმერებს”, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ქართული ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი იღებდა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს მას ბაზრის 25% უკავია. "ქართული ჩაი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია; ხარისხით არცერთ უცხოურ ჩაის არ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში, სჯობს კიდეც. ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ამ მიმართულებით უდავოა; რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა დარგის განვითარებას“, - განაცხადა ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თენგიზ სვანიძემ. ქართული ჩაის მწარმოებლები მსგავსი სახის ღონისძიებებს მიესალმებიან. მათი თქმით, ფესტივალი საშუალებას აძლევთ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნკინაცია დაამყარონ და ახალი პროდუქცია გააცნონ.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)