17:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 15:17:26, 342 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა „თბილისობის“ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა ღონისძიებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

„გასულ უქმეებზე დედაქალაქმა „თბილისობა“ იზეიმა. მოხარული ვარ, რომ თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა დღესასწაულმა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სამზადისში, რათა შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებში სასიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევდა. მართლაც ულამაზესი დღესასწაული გამოვიდა. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო არტისტებს, მეწარმეებს, კერძო კომპანიებსა და ყველა სხვა მონაწილეს, ვისი ჩართულობითაც  არაჩვეულებრივად აღვნიშნეთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეები. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. 

„მინდა, მივმართო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს: მოემზადეთ, მეგობრებო. წელს გვექნება საოცარი, ჯადოსნური „საახალწლო სოფელი“, საკმაოდ მასშტაბური. ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი „საახალწლო სოფელი“ არა მხოლოდ საქართველოსა და თბილისში, არამედ ევროპასა და მსოფლიოშიც საუბრობენ ჩვენი დედაქალაქის საახალწლო დღეებზე. წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ყველაფერს და თქვენი როლი, მხარდაჭერა და ყურადღება მნიშვნელოვანია. მადლობა ამ თანამშრომლოობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics