|
2024-10-09 10:54:03, 338 ნახვა
საზოგადოება
ნასარიძე - კანონი „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო, სადაც სამოქალაქო სექტორს საქართველოს კანონი “სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონი, რომლის მიზანიც სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობაა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგად პრინციპებს და მოთხოვნებს ადგენს და მისი მართვისთვის პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციას განსაზღვრავს. თენგიზ ნასარიძის განცხადებით, კანონის შემუშავება ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა და ის მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს. “დარგისთვის ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვინაიდან აქამდე არ არსებობდა ერთიანი ჩარჩო საკანონმდებლო აქტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საკითხებს სისტემურად დაარეგულირებდა. ამ კანონის მიხედვით ფაქტობრივად განისაზღვრა სტრუქტურული მოწყობა, დარგის განვითარების მიზნები, პოლიტიკის შემუშავების პრინციპები და ბევრი მიმართულებით განიმარტა სხვადასხვა ტერმინი. ისევე როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებს, საქართველოსაც უკვე საკანონმდებლო დონეზე აქვს ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიდგომები“,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. კანონის “სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური დახმარებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა. UNDP-ის პროექტის ეროვნული მენეჯერის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ კანონის მიღება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წინ გადადგმული ნაბიჯია. “ეს კანონი სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის სფერო ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკას დაუახლოვდეს, რაც, საბოლოოო ჯამში, გამოიღებს იმ ეფექტს, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანა ამ ნაწილში დაუახლოვდება ევროკავშირს და, მეორე მხრივ, ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ფერმერებისთვის, უფრო შედეგიანი, პროდუქტიული და შემოსავლიანი გახდება“,- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კანონის მიღებას და სფეროს ერთიან ჩარჩოში მოქცევას მიესალმებიან. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის სოფო დიასამიძის განცხადებით, კანონი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის და ასოციაციების კოორდინირებულად მუშაობას შეუწყობს ხელს. სამოქალაქო კომიტეტის წევრებთან შეხვედრას ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)