|
2024-10-03 12:19:47, 322 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას ისახავს მიზნად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ბონში, “ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის მონაწილეებმა ხელი ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა (Bonn Ministerial Declaration) და ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას (Bonn Decision). მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით “ევროპის ტყეების“ მონაწილე მხარეები დეკლარირებულად თანხმდებიან ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. “ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყეების უკეთესად მართვას და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას. მინისტერიალზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ბოლო წლებში ტყის სექტორში გატარებული რეფორმები, რომელიც, ტყის კოდექსის მიღებასთან ერთად, მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რაც ემსახურება საქართველოს ტყეების უკეთესად დაცვას, მოვლას და ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას. მინისტერიალზე ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. სატყეო სექტორში გატარებული რეფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის გარემოსდაცვითი, მათ შორის, სატყეო სექტორში მოქმედი სტანდარტების დასანერგად“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტერიალზე ხელმოწერილ დეკლარაციისა და გადაწყვეტილების დოკუმენტებში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და სატყეო საქმიანობაში მიმდინარე პროცესების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინტენსიური ინფორმირება. “ევროპის ტყეები“ წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ პროცესს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, რომელიც შეიქმნა 1990 წელს. მისი წევრი 46 ქვეყნის და ევროკავშირის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საკუთარ ტერიტორიაზე ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ავითარებენ საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს. საქართველო „ევროპის ტყეების“ წევრი 2003 წელს გახდა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მინისტერიალი იმართება 4-5 წელიწადში ერთხელ. წლევანდელი მინისტერიალის თავმჯდომარე ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. მომავალ “ევროპის ტყეების'' მინისტერიალს თავმჯდომარეობას შვედეთი გაუწევს.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)