|
2024-10-02 11:47:18, 345 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივითა კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავამ გახსნეს. “მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა. დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში სახელმწიფო და კერძო კომპანიები და ის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და შეძენილი ცოდნის რეალიზებას საქართველოში გეგმავენ. ფორუმზე დამსაქმებლებმა ფორუმზე 100-მდე ვაკანტური მენეჯერული პოზიციები წარმოადგინეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც მიზნობრივად, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა. დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)