13:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 11:13:21, 454 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - დღეს დილით ლიბანმა ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვა

დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით, 50-მდე რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბეირუთზე დარტყმებს. ღამით ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

"ყურადღება, არ გადახვიდეთ სამხრეთით. სამხრეთის მიმართულებით ნებისმიერმა მოძრაობამ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს",- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics