|
2024-10-01 18:00:17, 415 ნახვა
საზოგადოება
ირინე წაქაძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა
1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბენეფიციარების საჭიროებებს პირადად გაეცნენ. როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ღირსეული სიბერისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. “ხანდაზმულთა პანსიონატი ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას, პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა უზრუნველყოფს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)