|
2024-09-27 14:32:33, 337 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პოლოლიკაშვილი - ჩვენ ერთად შეგვიძლია, შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ
მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე,- ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს მშვიდობის თემაა. „ომი ყველგან არის ჩვენს ირგვლივ. ბევრ ჩვენგანს ომი არამხოლოდ ტელევიზორში ან გაზეთებში უნახავს, ჩვენ მასში ვიცხოვრეთ. ყოველდღე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან. ვხედავთ, როგორ ხდება მთელი მოსახლეობის ტრავმირება, ქვეყნებში ეკონომიკის ნგრევა. ვხედავთ, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას, დეზინფორმაციას და კლიმატის კრიზისს",- განცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მისი თქმით, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, ტურიზმი გამოიყენებოდა როგორც ერებს შორის მშვიდობის აღდგენის და ხელშეწყობის საშუალება. „ვხედავ ისეთ მომავალს, სადაც გაერო და ყველა პარტნიორი იმუშავებენ ხელიხელჩაკიდებულნი უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ",- აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები ტურიზმის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)