|
2024-09-27 12:16:35, 335 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა
დღეს, თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა - საქართველო პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა “ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვიდნენ მთელი მსოფლიოდან, მათ შორის მინისტრები სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის და ტრანსპორტის სექტორიდან. ღონისძიების ფარგლებში დღეს გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი: “ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით", “ტურიზმი, როგორც მსოფლიო მშვიდობის გენერატორი" და “ინოვაციის კონტროლი, ტალანტების კულტივაცია მშვიდობისთვის". “ტურიზმი მშვიდობის დროს, ჰარმონია და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის. ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად",- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები აღნიშნავენ, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის მასშტაბური ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)