11:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 13:02:29, 545 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: პოლიტსაბჭოზე ალბათ ხმაურიანი, ცხელი განხილვა გვექნება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის გიორგი ვოლსკის თქმით, გოგი თოფაძის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი იქნება.

ვოლსკის შეფასებით, გოგი თოფაძის დამოკიდებულება კოალიციისა და მთავრობის პოლიტიკას არ შეესაბამება. თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ კოალიციის დაშლას მხარს არ დაუჭერდა:

"პოლიტსაბჭო შეიკრიბება, ამ საკითხზე იმსჯელებს, იქნება ალბათ ხმაურიანი ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა, ვინაიდან მრეწველები ამბობენ, რომ ეს არ ეხება კურსს და მათ შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. შიდა პრობლემები აქვს მეორე გუნდთან და ეს მეორე გუნდთან პრობლემების საკითხი უნდ გაირჩეს.

რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომელიც ბატონმა გოგიმ გამოხატა, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთლაიანდ კოალიციის და მთავრობის პოლიტიკას, დამთავრდა. ამის იქით არაფერი არ არსებობს. მე მაგალითად მხარს არ დავუჭერდი კოალიციის დაშლას არც ერთ შემთხვევაში" -განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics