06:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 15:53:02, 794 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს, პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ხუცუბანში 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა აშენდა - თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განთავსებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები; სკოლა სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

"ქობულეთში ასევე დასრულდა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სკოლის ტერიტორია, ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები.

აჭარაში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა, სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ მიულოცეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics