|
2024-09-10 16:50:26, 1626 ნახვა
სპეციალური ანონსი
„ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“ - საქართველოს პრეზიდენტი 13 სექტემბერს ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. "ჩვენ ვეპატიჟებით ყველას და იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღონ ფოტოები, ნახონ მათი კუმირები. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც. დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" სოლოკონცერტი. ამით დასრულდება ეს ღონისძიება. და კიდევ ერთხელ, ვეპატიჟებით ყველას 13 სექტემბერს, საღამოს 7:00 სთ-ზე - ერთად ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება",- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ონოფრიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)