06:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:28:58, 318 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საჯარო ჩვენების სამზადისს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა. 

"დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ძალიან ძლიერი მეტოქეა, რთული შეხვედრა იქნება. მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო.

ვიცი, როგორ ელოდება ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშს. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს საშუალება, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს. ძალიან დიდი ეკრანი უკვე დაყენებულია. ასევე, ტერიტორიაზე კვების ობიექტები განთავსდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics