|
2016-02-19 18:26:10, 827 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყების წარმომადგენლებმა საბანკო სექტორს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნეს, რომელიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომდგენელთა მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საბანკო სექტორის ჩართვა. „მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება სხვა ტიპის ბიზნეს ასოციაციებთან, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებთან, იცით, რომ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან. ასე რომ, ვიმუშავებთ ძალიან გახსნილად, რათა მაქსიმალურად მეგობრული გარემო შევქმნათ ბიზნესისთვის და ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)