10:13 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-31 12:37:03, 567 ნახვა

საზოგადოება
ენათმეცნიერი მანანა ბერიძე - კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა

კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა, - ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინა ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა.

მანანა ბერიძის თქმით, უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით.

"უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერმინთა და შესიტყვებათა კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.

დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი", - განაცხადა მარინა ბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics