|
2015-02-13 10:57:03, 752 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედების (მათ შორის, ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია “RMG-Gold”-ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხი) შესწავლა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის მხარდაჭერის შემდეგ, კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ხოლო, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს. არასამთავრობოების ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სუბიექტის მიერ ამ დრომდე სრულად არ მომხდარა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება, რაც საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ამცირებს. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ყველა შესაბამისი სუბიექტის მიერ ამ დრომდე სრულად არ მომხდარა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ამცირებს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)