|
2016-02-19 16:21:43, 659 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ტრენერების გადამზადების პროექტის მეორე ეტაპს მაისში დაასრულებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ტრენერების გადამზადების პროექტის მეორე ეტაპს 2016 წლის მაისში დაასრულებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 120 პროფესიონალი ტრენერი გადამზადდება, რომლებიც შემდგომში თავად დაიწყებენ ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას. დაინტერესებულთა რიცხვი ტრენინგების მეორე ეტაპზე 2-ჯერ გაიზარდა. ასევე დამატებულია ახალი მიმართულებები. ტრენინგი პროგრამირების 8 მიმართულებას მოიცავს: PHP, Python, Java, Android, Front end, iOS, UX/Design და IT პროექტების მართვა. „საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სპეციალისტებზე მოთხოვნა დღითიდღე იმატებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია მსოფლიოში. IT სფეროში კარგ სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს გლობალურ ბაზრებზე დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად. სწორედ ამ კომპონენტზე დაყრდნობით შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის სტრატეგია. საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პირველად ტარდება, რაც მომავლის პროფესიების განვითარებას უწყობს ხელს და ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე. 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 40 000 სპეციალისტის გადამზადებას გეგმავს. პროექტის პირველ ეტაპზე გადამზადებული 53 ტრენერი დღეს უკვე დასაქმებულია სხვადასხვა წამყვან კომპანიებში ან მუშაობს ფრილანსერად და იღებს მაღალ ანაზღაურებას. გადამზადებული ტრენერები სააგენტოს მხარდაჭერითა და სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, სკოლებსა და ლაბორატორიებთან თანამშრომლობით დამწყებთათვის უფასო კურსებს ატარებენ. ტრენერთა გადამზადების პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეები ტექნიკური უნარების დონის მაჩვენებლით ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ.მათ უმეტესობას აქვს გამოცდილება შესაბამის სფეროში, რაც საშუალებას იძლევა დაძლიონ პროგრამების მაღალი საფეხურები. განსაკუთრებით გამოირჩევა მათი ცოდნის დონე JAVA და Android მიმათულებებში. ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას აძლევს ეფექტურ დროში ჩამოყალიბდნენ საქმის პროფესიონალებად და შეისწავლონ ტრენინგის ჩატარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიები. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტრენერთა გადამზადების პროექტი ხორციელდება უკრაინულ აკადემია ,,SkillUp-თან” თანამშრომლობით. სწავლების პროცესში ჩართულნი არიან უკრაინელი სპეციალსიტები. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს“, - აცხადებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)