11:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 21:38:45, 520 ნახვა

საზოგადოება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყრული პროცესი წარმოიქმნა

26 აგვისტოს მოსული უხვი ნალექის შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში წარმოიქმნა მეწყრული პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხაშურის მერიის ცნობით, სტიქიურმა მოვლენამ დააზიანა მეორე ხარისხოვანი გზა, რის შედეგადაც, რამდენიმე ოჯახს გადადგილების მხრივ პრობლემა შეექმნა.

"სტიქიურმა მოვლენამ დააზიანა მეორე ხარისხოვანი გზა. შედეგად, რამდენიმე ოჯახს გადადგილების მხრივ აღნიშნულ გზაზე პრობლემა შეექმნა, თუმცა მოქალაქეები გარე სამყაროს არ არიან მოწყვეტილები, გზის აღდგენამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლიათ.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობას მოგვიანებით ეცნობება.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ვაყაში, მუნიციპალიტეტის მიერ გასულ წლებში მოწყობილია ნაპირდამცავი გაბიონი, სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მეწყრული პროცესი ნაკლები ზიანის მომტანი აღმოჩნდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics