03:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 10:43:18, 416 ნახვა

მსოფლიო
Reuters-ი სუდანში კაშხლის გარღვევის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული

სუდანში კაშხლის გარღვევის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაეროში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.

კაშხლის გარღვევის შედეგად განადგურებულია 20 სოფელი, 50 ათასამდე სახლი კი დანგრეული ან დაზიანებულია.

გაეროს განცხადებით, არბაატის კაშხალი წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქის, პორტ-სუდანის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მთავარი წყაროა.

კაშხლის დაზიანება დასახლებაში წყლის მიწოდების სერიოზულ პრობლემას შექმნის და ქვეყანაში, სადაც თვეებია, შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics