06:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 12:21:04, 389 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში, ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

დასავლეთ გერმანიაში, ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც ავიაბაზის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა თანამშრომელი, რომელიც ძირითად პერსონალს არ წარმოადგენს, სახლებში გაუშვეს.

გაილენკირხენის ბაზაზე უსაფრთხოება მეორე დონემდეა გაზრდილი.

"ჩვენ გავზარდეთ უსაფრთხოების დონე გაილენკირხენის ნატოს ავიაბაზაზე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებს. მისიის არაძირითადი პერსონალი გაგზავნილია სახლში უსაფრთხოების მიზნით. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ოპერაციები გრძელდება გეგმის მიხედვით“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატოს ბაზაზე, სადაც განთავსებულია ალიანსის AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics