|
2024-08-22 10:39:01, 768 ნახვა
ომი უკრაინაში
The Wall Street Journal - რუსმა გენერალმა, ლაპინმა უკრაინის შეტევამდე ცოტა ხნით ადრე, კურსკის რეგიონში საზღვრის დაცვა შეასუსტა
რუსმა გენერალურმა პოლკოვნიკმა ალექსანდრ ლაპინმა, რომელიც კურსკის ოლქის უსაფრთხოებას კურირებდა, უკრაინის ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე დაშალა საბჭო, რომელიც მოწყვლადი სასაზღვრო რეგიონის დაცვით იყო დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal- ავრცელებს. რუსული დაზვერვის ოფიციალური პირის თქმით, "ამ გაზაფხულზე მოსკოვის მიერ დანიშნული ახალი სამხედრო, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი აცხადებდა, რომ მხოლოდ სამხედროებს აქვთ ძალა და რესურსები რუსეთის საზღვრის დასაცავად. გამოცემა წერს, რომ "რა თქმა უნდა, თავად ლაპინს არ გაუღია კარი რუსეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი უცხოური შემოჭრისთვის “. მაგრამ მიზეზი იყო ხალხის კრიტიკული დეფიციტი, ისევე როგორც შეცდომა, რომელიც დამახასიათებელია რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ხშირად არ აცნობიერებს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას. WSJ აღნიშნავს, რომ უცნობია, დაეხმარებოდა თუ არა ლაპინის მიერ დაშლილი უწყებათაშორისი საბჭო (რომელშიც შედიოდნენ სამხედრო ოფიცრები და ადგილობრივი და რეგიონული უსაფრთხოების წარმომადგენლები) მოსკოვის მხრიდან კოორდინირებული პასუხის გაცემას. მაგრამ რეაგირებაზე პასუხისმგებელი ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე, მოსკოვის მცდელობები კიევის ძალების განდევნაზე ჯერჯერობით ქაოტური და არაეფექტური იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ უპასუხია კომენტარზე WSJ-ის მოთხოვნისთვის. უწყებას ასევე არ გაუვრცელებია განმარტება, თუ რატომ დაუშვა უკრაინულ ჯარების მიერ რუსეთის საზღვრის გადაკვეთა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)