|
2016-02-19 10:33:09, 621 ნახვა
საზოგადოება
N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებსა და „სეუ“-ს კალათბრუთელებს შორის მეგობრული თამაში გაიმართა
N12 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს „ა“ ლიგის საკალათბურთო გუნდ „სეუ“-ს წევრები ესტუმრნენ და დაწესებულების მოედანზე მსჯავრდებულებთან ერთად მეგობრული თამაში გამართეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულები შეხვედრისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდნენ და ფიზიკურად ვარჯიშობდნენ. დაწესებულების დირექტორის კახა თეთრაძის განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. „დაწესებულებაში თითქმის ყოველ კვირას შემოდის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, იქნება ეს სპორტსმენი თუ საზოგადო მოღვაწე, რაც მსჯავრდებულებზე თავისთავად დადებით ზეგავლენას ახდენს. ძალიან ხშირად, შეიძლება მცირე ზომებით, მაგრამ მაინც ვაწყობთ ხოლმე სპორტულ შეჯიბრებებს. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაილიტაციას ყველაზე მეტად უწყობს ხელს“, - განაცხადა კახა თეთრაძემ. თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მაისურები გადასცეს. „N12 დაწესებულებაში პირველად ვართ, მანამდე მეგობრული შეხვედრა გვქონდა არასრულწლოვნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია იმ ადამიანების მიმართ გამოვხათოთ მხარდაჭერა, ვისაც ეს სჭირდება. ზოგადად, ჩვენი ფედერაციის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ზამბახიძემ. გიორგი ზამბახიძის განცხადებით ისინი მზად არიან სხვა დაწესებულებებსაც ესტუმრონ და მეგობრული შეხვედრები გამართონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)