|
2015-01-07 12:30:14, 3346 ნახვა
საზოგადოება
უახლოეს ხანებში ფასანაური-მლეთას გზა გაიხსნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორაციით, სამუშოების დაწყება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნა. რეჟიმის შეცვლისთანავე, გზის გაწმენდითი სამუშაოები მლეთა-გუდაურის მიმართულებითაც დაიწყება.ამ დროისთვის ქარბუქიდან გამოყვანილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზაზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი, შესაბამისი სამსახურებოს მიერ, ეტაპობრივად ხორციელდება მანქანების გამოყვანა. ინტენსიური თოვა რეგიონში ისევ გრძელდება, რის გამოც, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის, ნინოწმინდა-ფარავნის მიმართულებით.მოძრაობა შეზღუდულია, ასევე, ხაიში-მესტიის მიმართულებით, თუმცა, გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრულად არიან მობილიზებულები დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი ყველა შეფერხების აღმოსაფრხვრელად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)