|
2016-02-18 14:16:49, 565 ნახვა
საზოგადოება
ნოდია განათლების რეფორმაზე: რაც პრემიერმა განმარტა, ეს გერმანულ მოდელს არ ნიშნავს, ეს სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულირებაზე მიუთითებს
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გია ნოდის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა დაინერგოს გერმანული განათლების მოდელი საქართველოში, მაშინ როდესაც გერმანულ საუნივერსიტეტო სისტემას თავადაც პრობლემები აქვს. რაც პრემიერმა თქვა, რაღაცნაირად სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, შეზღუდოს თავისუფალი არჩევანი და განსაზღვროს ადგილები თუ სად უნდა წავიდნენ სტუდენტები იმის და მიხედვით თუ რა სჭირდება ქვეყანას. ესეც იყო საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა მაინც შეუძლებელია. საბჭოთა კავშირის განათლებიდან გვყავს უამრავი ორდიპლომიანი ტაქსისტი და სამ დიპლომიანი ვაჭრები ბაზარში. ასე რომ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ განცხადებას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ძალიან ზოგადი განცხადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. რატომ სჭირდება გერმანული მოდელი ქვეყანას. რაც პრემიერმა განმარტა, ეს თავისთავად არ ნიშნავს, გერმანულ მოდელს. ეს ნიშნავს უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულირებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ გაამართლლებს, მაგრამ გამართლებულიც რომ იყოს არ სჭირდება ამას მთლიანად უმაღლესი განათლების მოდელის შეცვლა. გერმანიას თვითონ აქვს პრობლემები საუნივერსიტეტო სისტემაში და ცდილობს გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც უფრო მიუახლოვებს ანგლო-საქსურ სისტემას უმაღლეს განათლებაში. ჩვენ ამ დროს რატომ უნდა მივბაძოთ გერმანიას ეს გაუგებარია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გია ნოდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)