|
2016-02-18 12:02:49, 578 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
„ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდენლი“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა. მასივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. რაც შეეხება დედაქალაქს, ღამის და დილის საათებში მოსალოდენლია თოვლჭყაპი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ამაღამ +1 გრადუსი იქნება. „ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდენლი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდენლია ზოგან ნალექი თოვლის სახით, სავარაუდოდ კახეთში ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდენლი. დღისით +1 +6 გრადუსი, მაღალმთაშიც იგივე ტემპერატურაა, სამხრეთ რაიონებში კი შედარებით დათბება ჰაერის ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექი მთაში თოვლის სახით და ნისლი, დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ბარში -2 +3 ღამით, დღისით კი +1 + 6 გრადუსი. მთაში -7 -2 გრადუსი, ხოლო დღისით +1 +6 გრადუსი. მაღალმთაში -10 -5 გრადუსი, დღისით -2 + 3. რაც შეეხება დედაქალაქს, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ნისლი. ამაღამ +1, ხვალ დღისით + 4 გრადუსი იქნება. საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომე შენარჩუნდება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)