|
2016-02-18 10:28:16, 575 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ამასთან, საგარეო უწყება მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 17 თებერვალს, ანკარის ცენტრში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახლოს, ინონუს ბულვართან, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ოცზე მეტი და დაშავდა სამოცზე მეტი ადამიანი. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მომხდარი უკვე შეაფასა როგორც ტერორისტული აქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)