01:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 11:59:02, 352 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ ზესაშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით.

"საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები  ხობის მუნიციპალიტეტის  5 სოფელს მოემსახურებიან.

შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე  თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს  საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით,  პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამომავლოდაც გააგრძელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics