09:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-21 13:06:37, 907 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურებისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნო

აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა, ამჯერად ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძის მიმდებარე მთაში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა.

მემთეურების კვლევისა და სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,  ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების  მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები  ხულოს, შუახევისა და ქედის  მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია  ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. ადგილზე დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები და ამ ეტაპზე ჯამში გამოკვლეულია 600-მდე ბენეფიციარი. უაფსო სამედიცინო კვლევა მომდევნო დღეებში გადაინაცვლებს დიდაჭარის მთებში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

პროგრამას - "აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევა" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წელს პირველად ახორციელებს. სერვისის მიმწოდებელი კი  კლინიკა "მედფემია".

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics