|
2024-07-19 12:40:50, 643 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 11.5%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 847.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს - აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 1 293.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. "2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (271.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (217.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (129.6 მლნ აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი)",- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)