|
2016-02-17 13:14:21, 661 ნახვა
საზოგადოება
GIZ-ის ორგანიზებით, პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით (GIZ), პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. უწყების ცნობით, პროგრამა სომხეთსა და საქართველოში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თანადაფინანსებით ხორციელდება. გერმანიის მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობს. პროგრამა ეროვნულ დონეზე მხარს უჭერს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიებისა და რეგულაციების შემუშავებას ან განახლებას, განსაკუთრებით ტყისა და საძოვრების მართვის, ასევე ეროზიის კონტროლის სფეროში. პროგრამა ეფუძნება „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და „მთიან რეგიონებში ეროზიის ინტეგრირებული კონტროლი სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამების მიღწევებს და გაგრძელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)