|
2024-07-10 19:43:34, 669 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა. თავის მხრივ, მალხაზ პარკაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა. ,,ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას. დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და ეს იწყება პიროვნებიდან და თქვენ ამისი განსახიერება ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ და რომ კარგად დასრულდა. დასაფასებელია და თქვენი თავდადებაც და მოქალაქეობრივი შეგნებაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, და მაგალითად წარმოვადგინოთ რადგან, თუ რამე აკლია ჩვენ ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ასეთი მაგალითებია. როცა იწერება სხვა როგორ იქცევა და მერე შენც მიიჩნევ, რომ შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ეცდები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)