|
2016-02-16 18:38:17, 624 ნახვა
საზოგადოება
დოპინგ სკანდალთან დაკავშირებით, ჭიდაობის ფედერაციაში შეხვედრა მიმდინარეობს
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში მოჭიდავეების დოპინგ სკანდალზე მსჯელობენ. ფედერაციაში აცხადებენ, რომ მოისმენენ სპორტსმენთა ახსნა-განმარტებას, თუ როგორ მოხვდა მათ სისხლში მელდრონიუმის ჯგუფის მედიკამენტი. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ დისციპლინარული სანქციები სპორტსმენებს დღეს არ დაეკისრებათ. ფედერაციაში საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო დასკვნას დაელოდებიან. მოჭიდავეები თბილისში გუშინ დაბრუნდნენ. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ ფედერაციის კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, სპორტსმენებმა არ იცოდნენ, რომ პრეპარატის მიღება უკვე ორი წელია აკრძალულია. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პრეპარატის მიღება 2016 წლიდან უნდა აკრძალულიყო და სპორტსმენები შეცდომაში ფედერაციის წარმომადგენლებმა შეგნებულად შეიყვანეს. ამასთან წყარომ იმ ექვსი სპორტსმენის გვარებიც გაგვიმხილა, რომელთაც დოპინგი უკვე დაუდგინდათ: ესენი არიან: თავისუფალი ჭიდაობიდან: ბუჯიაშვილს, ლომთაძეს, კენჭაძეს, მეშვილდიშვილსა და მოძმანაშვილს. ხოლო ბერძნულ რომაული ჭიდაობიდან - მათე სოფაძეს. ფედერაციის წყააროს ცნობით, დოპინგი იმ ოთხი მოჭიდავის ორგანიზმშიც აღმოჩნდა, რომელთა ანალიზიც გერმანიაშია გაგზავნილი და ოფიციალური შეტყობინება ფედერაციას ჯერ მისვლია, თუმცა ინფორმაცია ლააბორატორიიდან უკვე აცნობეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია, ვინაიდან ვინაიდან ანალიზები დანომრილია და ასეა გაგზავნილი გერმანიის ლაბორატორიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)