01:05 - 07 Jul, 2026
|
2024-07-10 14:12:11, 1053 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ველოდებით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაპირებული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ომში ყოველდღიურად 300 თვითმფრინავს იყენებს და კიევს, სულ მცირე, 128 თვითმფრინავი ესაჭიროება. “იცით, ჩვენ ყოველთვის ველოდებით. როგორც დედა მელოდა სკოლის შემდეგ და ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს, რომ გვიან მივსულიყავი. ეს იგივეა, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული... 50-იც რომ იყოს, ეს არაფერია. მათ 300 ჰყავთ. ჩვენ ვიცავთ თავს, გვჭირდება 128 თვითმფრინავი. სანამ 128 თვითმფრინავი არ გვეყოლება, რუსეთს ცაში ვერ შევედრებით, რთული იქნება",- ამბობს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)