|
2024-07-03 14:56:52, 827 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრს წარმატებული საქმიანობის 70-წლიანი ისტორია აქვს. 2016 წლიდან, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ კი სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება. ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან, ბაზისბანკთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრმა, საბურთალოს ტერიტორიაზე, გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით დაიწყო ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ საბურთალოზე, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიაროა, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკის შენობის სრული რემონტი და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარის შეძენა განხორციელდა. სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. „ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის. განვითარების ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სანდო და ერთგული პარტნიორი. ბაზისბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას სიახლეების დანერგვისა და ახალი სიმაღლეების მიღწევის გზაზე“, - გიორგი ყიფიანი, ვივო მედიქალ ჯგუფის დირექტორი. „ბაზისბანკსა და ჟორდანიას სამედიცინო ცენტრს არაერთი წელია წარმატებული ბიზნეს პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული პარტნიორობის ერთ-ერთი შედეგია ახალი პროექტის განხორციელება. მყუდრო და კომფორტული გარემო, კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, პაციენტებისთვის მათზე მაქსიმალურად მორგებულ, იდეალურ გარემოს ქმნის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი, როგორც საიმედო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, ცენტრი კიდევ მეტად ფართოვდება და ახალი კლინიკის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის“, - განაცადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ. ბაზისბანკის და ჟორდანიას კლინიკის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)